გაღმა ნაპირი

დღეს ”გაღმა ნაპირი” ვნახე, კი არ ვუყურე, ვნახე….. თითქოს იქ ვიყავი, მთვარ გმირთან, თან დავყვებოდი, მატარებლიდან ხელი  მეც მკრეს და მანქანიდან მეც გადმომაგდეს, რუსებმა ის ქართველიც ჩემს თვალწინ მოკლეს, თედოს ნაქონი სათამაშო მეც ვიცანი, ჩემი ოთახის ფანჯრიდან ტყვარჩელის  პეიზაჟიც საკუთარი თვალით დავინახე და მე ვცეკვავდი პირველად და თავდაუზოგავად, მთელი ჩემი არსებით… თედოზე რომ ორი სიტყვა … More გაღმა ნაპირი

SATC

არ მეგულება მანდილოსანთა უდიდეს არმიაში ქალი, ვისაც ეს ფილმი არ აინტერესებს. მე რა უნდა დავწერო ახალი და იმაზე საინტერესო, რაც აქამდე დაწერილა? ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ და შემოგთავაზებთ ყველა სეზონის ბმულს, სადაც სრულიად უფასოდ შეძლებთ დატკბეთ საუკეთესო სერიალით (თამამად ვამბობ :)) სეზონი 1   სეზონი 2 სეზონი 3 სეზონი 4 სეზონი 5 სეზონი 6 enjoy 🙂

Are You Game?

ახლა საწუწუნოდ შემოვედი, არა, შემოვეხეტე….. აღარ შემიძლია, ერთი კარგი სიზმარი რა გახდა ამხელა სიზმარეთში, რომ მისმა მავანმა ხელმწიფემ ერთი ვერ გამოიმეტა? გაგონილა სულ მარტორქები და მაიმუნები? მომაშორეთ ჯუმანჯი!!! აღარ მინდა! რაღა ალენ პერიში და რაღა მე. ”ჩემი სიზმარი შენ, ჩემი სიზმარი შენ”…… ვინც კარგ სიზმარს მომგვრის, ნახევარ სამეფოს დავუთმობ. არადა, ხომ მეძინა უდრტვინველად, ფერად სიზმრებში, … More Are You Game?

Shandurai….

გუშინ ერთ ფილმს ვუყურე და არ შემიძლია რამე არ დავწერო. ეს ფილმი მასადა9-მ მირჩია, ამ ადამიანის გემოვნებას ყოველთვის ვენდობი ხოლმე და არც ახლა უღალტია. ბერნარდო ბერტოლუჩის ”ალყა”.   უხმაურო და ბობოქარი, მშვიდი და ამაღელვებელი, ადამიანური სისუსტეებით და სიძლიერით სავსე ფილმია. აქ სიტყვები მეორე ხარისხოვანია, ადამიანების ნაცვლად მუსიკა ლაპარაკობს, ყველა ემოციას მუსიკა გადმოსცემს, ულამაზესი აფრიკული ფოლკი … More Shandurai….

კინოსეანსი

  ”The Lonely Bones” ვნახე გუშინ. მომეწონა, თუმცა ვიტყოდი, რომ რეჟისორი უფრო დიდ ყურადღბას საკუთარ ფანტაზიებს უთმობს, გარდაცვალება, სივრცე ორ სამყაროს შორის, სამოთხე ძალიან ლამაზად და კარგადაა, გრაფიკაც მშვენიერია, მაგრამ პატარა ნიუანსები მანიაკ-მკვლელის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით ცოტა მიშვებულია. საერთო ჯამში მომეწონა. ”The Reader” აი ეს კი თავიდან ბოლომდე მომეწონა ძალიან, ძალიან. შესანიშნავად თამაშობს ქეით უინსლეტი, ჩემი შეფასება … More კინოსეანსი

თარგმანში დაკარგულები…

ადრე თუ თავისუფალ დროს ფილმების ყურებაში ვკლავდი, ახლა თავისუფალი დრო სწორედ ამ ფილმების გამო არ მრჩება… საკვირველი ნამდვილად არაფერია, ახლავე გაგარკვევთ საქმის არსში. ვთარგმნი, დიახ, ვთარგმნი და მთელი საქართველო (და არა მარტო) ჩემს ნათარგმნს უყურებს, უსმენს, ითავისებს…. ასეთი თავხედური აზრებით დამძიმებულ თავს ის ემოციაც მიემატა, რომელიც  სრულიად შემთხვევით, ჩემი რეკლამების მოყვარული შვილის წყალობით, ერთ-ერთ სარეკლამო ჭრაში ჩემი … More თარგმანში დაკარგულები…