…უბრალოდ ვკვდებით…

გიგიზე ფიქრი ამეკვიატა დილიდან…. რაღაც ეპიზოდებიც გამახსენდა….. რაღაცნაირად თავს დამნაშავედ ვგრძნობ…. შემამცივნდა და ეკალმა დამაყარა…. ჩვენთან მეათე კლასში გადმოვიდა. ძალიან არ მომეწონა თავნება ბიჭი. ბიჭებს ყველას აგდებულად უყურებდა, რაღაცნაირად ზემოდან. მისი ქცევები მაღიზიანებდა. უსაზღვროდ ნიჭიერი იყო, მაგრამ სამიანებს ხათრით უწერდნენ. მისი ნიჭი ენანებოდათ. ზოგი მასწავლებელიც ათვალწუნებული ჰყავდა. თუმცა მისი ქცევა ზრდილობის ფარგლებს არ გასცდენია. ესეც … More …უბრალოდ ვკვდებით…

ჩეხოვო

ეს არის ჩემი პირველი მოგონება, საიდანაც საერთოდ მოგონებები იწყება, სწორედ აქედან მახსოვს საკუთარი თავი. აეროფლოტის საბჭოთა პერიოდის თვითმფრინავი, სალონის კლასი ნამდვილად არ მახსოვს (კლასს რა მნიშვნელობა აქვს). მამა, დედა, ჩემი ძმა რამდენიმე თვის და მე 2,5 წლის. მახსოვს აეროპორტშივე ნაყიდი სავარცხელი და…….. მეორე დღე, დიდი, რკინის ალაყაფის კარი, თეთრი შენობა თეთრხალათიანებით. შეიძლება ითქვას, ჩასულებიც არ … More ჩეხოვო

რუსები

დღეს რატომღაც ერთი შორეული ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე გამახსენდა. ზაფხულში სოფელში მივდიოვით ხოლმე ბებიასთან (მამაჩემის დედასთან), სოფელ მეღვრეკისში. ცხინვალიდან 2კმ-ით არის დაშორებული, მდინარეზე ჭალაში რომ ჩახვიდე კი, შემაღლებული ადგილიც არ დაგჭირდება ისე დაინახავ ცხინვალს. მოკლედ, ძალიან ახლოსაა. სოფლის შესასავლელში ყოველთვის იდგნენ რუსი ”სამშვიდობოები”, ჭალიდან კი არაოფიციალური გზა იყო ცხინვალისკენ. ბებიაჩემს ერთ-ერთი თავისი მიწის ნაკვეთთაგანი სწორედ … More რუსები