ბულგარული წიწაკა ნიახურით

მორიგი კულინარიული პოსტი 🙂 ბულგარული წიწაკა უკვე საკმაოდ გაიაფდა :), ამიტომ გადავწყვიტე ერთი  უგემრიელესი ბლუდის რეცეპტი დავდო, რომლის მომზადება სახელდახელოდაც შეიძლება და ზამთრისთვის, კონსერვის სახითაც. 1 კგ ბულგარული წიწაკა (მწვანე, წითელი, ყვითელი) 2 კონა ნიახური 1 თავი ნიორი 1 ჭ. ზეთი, 1 ჭ. წყალი, ნახ. ჭ. ძმარი, მარილი ბულგარულ წიწაკას ამოვაცალოთ გულები (მთლიანი უნდა შენარჩუნდეს) … More ბულგარული წიწაკა ნიახურით

ქათმის კატლეტი პომიდვრით და ყველით

ისევ ჩემი სამზარეულოდან, ძალიან გემრიელი და დიდი დროც არ უნდა. ამ რაოდენობით 10 ცალი გამოდის 2-3 პომიდორი 200 გრ ყველი კატლეტისთვის: 500 გრ  ქათმის ფარში 2 საშუალო ზომის ხახვი 2 პატარა კბილი ნიორი 1 ც კვერცხი  პილპილი, მარილი  (ქინძი, ოხრახუში თქვენი სურვილით) კატლეტის ინგრედიენტებს ერთმანეთში შევურევთ, ამოვავლებთ საფანელში და შევწვავთ ზეთში, ჩვეულებრივ ტაფაზე. რომ შეიწვება … More ქათმის კატლეტი პომიდვრით და ყველით

ყაბაყის “ნავები” სატენით

გადავწყვიტე, დროდადრო ჩემი კულინარიული გამოცდილება გაგიგზიაროთ. ზოგი რეცეპტი ჩემი მოგონილია, ზოგს რაღაც დავამატე, ზოგი კი ყველამ იცის, მაგრამ ერთიდაიგივე კერძი ყველა სამზარეულოში სხვადასხვანაირად კეთდებაო, ნათქვამია 🙂 ყაბაყის “ნავები” სატენით  (რეცეპტის ავტორი: მე) ყაბაყი დაჭერით ნავებად, სქლად, სიგრძეზე. ამოაჭერით გული დაამარილეთ და ორივე მხრიდან ოდნავ შეაწითლეთ ტაფაზე, რადგან ბოლოს ჰაერღუმელშიც უნდა შეიწვას.  სატენი:  სოსისი, საქონლის, ღორის … More ყაბაყის “ნავები” სატენით

გუშინდელი ვახშამი

ძალიან გადავეჩვიე სამზარეულოში ტრიალს, ჩემი სიზარმაცის გამო არა, უბრალოდ ბატონი ლუკა არ მაძლევს საშუალებას, რადგან მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. შესაბამისად, ნახევარფაბრიკატებზე გადავდიოდით. ლუკა არა რა თქმა უნდა, ლუკასთავის ყოველთვის არის ახალი მომზადებული სასარგებლო საკვები. გუშინ როგორღაც მოვახერხე და წავიფუსფუსე სამზარეულოში. რაც ყველაზე ნაკლებ დროს მოითხოვდა, ის გავაკეთე. თან ყოველ 3 წუთში სირბილით გავდიოდი მოკლედ მანძილს სამზარეულოდან … More გუშინდელი ვახშამი

Julie & Julia

ფილმს ვუყურე ”Julie & Julia”, კულინარიას შეგაყვარებს. არც აქამდე ვიყავი შორს მისგან, მაგრამ ახლა სულ სხვა გრძნობა დამეუფლა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, გემრიელი საჭმლის მოსამზადებლად ყველაფერს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ლამაზი სამზარეულო, ჭურჭელი, დანა-ჩანგალ-კოვზები… და განწყობა, მთავარი განწყობაა. მე ახალი ქურა მინდა, ქურა თუ არა, ელექტრო ფურნე მაინც, ძალიან მინდა, საახალწლოდ თოვლის ბაბუა არ მომიტანს??? p.s. ჩემს … More Julie & Julia