აფორიაქებული მე


ფანჯარაში გავიხედე, ბნელა, დენი როდის გაითიშა ვერ შევამჩნიე… გარეთ მთვარის შუქი ანათებს, მაგრამ ცაზე მთვარე არ ჩანს. კორპუსს ავიაგამანადგურებელმა გადაუფრინა და ორი ჭურვი ჩამოაგდო. ერთი ჩემს სადარბაზოსთან დავარდა, რაღაცნაირი მოგუდული ხმა ჰქონდა: დგუმპ-დგუმპ და გაგორდა… წამებში ვხვდები, რომ გაქცევას აზრი არ აქვს, ჭურვი ჩემზე სწრაფია და აფეთქდება… ასფალტზე დაგდებულ საკუთარ სიკვდილს ვუყურებ და ვითვლი: ერთი, ორი, სამი… რამდენ წამში უნდა აფეთქდეს? ალბათ ათში… ათი…. ოცი… მგონი გადავრჩი…

აქ გაჩერება არ ღირს… გამოვედი სადარბაზოში, კორპუსი სრულიად ცარიელია, დაბლა ხალხი გარბის ქაოსურად… უნდა გავიქცე… თვითმფრინავების ხმა არ წყდება…. კიბეზე ჩავრბივარ… მეორე თუ მესამე სართულზე მეზობლები შეყუჟულან ერთ-ერთ  ბაქანზე…

– ჩემები სად არიან? – ვეკითხები…

არაფერი იციან…. მთხოვენ, მათთან დავრჩე, ქუჩაში ქაოსია და კორპუსი უფრო უსაფრთხოა… სხვა რა გზა მაქვს, ვრჩები… ახლა შევამჩნიე, რომ მოკლე მაისური მაცვია და გარეთ საშინელი სიცივეა… ზამთარი როდისღა მოვიდა?… გავიყინე, მაკანკალებს, მეშინია, სიკვდილს ვუყურებ თვალებში და ძალიან მცივა…  როცა ვნერვიულობ, მცივა და სულ გაყინული ვარ… ისიც ვიცი, რომ სიკვდილის წინ სცივათ ხოლმე… თვალები დავხუჭე და საკუთარ თავს ვეუბნები: – გაიღვიძე! გაიღვიძე! თვალები გაახილე და გაგეღვიძება!

თავს ძალა დავატანე და თვალები გავახილე… მცივა, ძალიან მცივა… სულ გაყინული ვარ…. დილაა, მარცხნიდან ლუკას მშვიდი სუნთქვა მესმის, ძილში იღიმის, ასე იცის ხოლმე, ალბათ კარგ სიზმარს ხედავს…

პ.ს. ამ სიზმარმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ადამიანის ქვეცნობიერი სიზმარში იღვიძებს…


3 thoughts on “აფორიაქებული მე

  1. მეც ავფოქრიაქდი,რეალურად განვიცადე….

    საშინელების თვალის გახელით დასრულებას არაფერი სჯობს 🙂

  2. ნუ გეშინია. ეგ აღარ განმეორდება აწი.
    არც 2 ჭურვი აღარ ჩამოვარდება თბილისში, მენდე, მშვიდად დაიძინე აწი 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s