ბულგარული წიწაკა ნიახურით


მორიგი კულინარიული პოსტი 🙂

ბულგარული წიწაკა უკვე საკმაოდ გაიაფდა :), ამიტომ გადავწყვიტე ერთი  უგემრიელესი ბლუდის რეცეპტი დავდო, რომლის მომზადება სახელდახელოდაც შეიძლება და ზამთრისთვის, კონსერვის სახითაც.

1 კგ ბულგარული წიწაკა (მწვანე, წითელი, ყვითელი)

2 კონა ნიახური

1 თავი ნიორი

1 ჭ. ზეთი, 1 ჭ. წყალი, ნახ. ჭ. ძმარი, მარილი

ბულგარულ წიწაკას ამოვაცალოთ გულები (მთლიანი უნდა შენარჩუნდეს) და გავრეცხოთ კარგად. გავთუთქოთ ადუღებულ მარილიან წყალში (არ უნდა ჩაიხარშოს). რომ მომზადდება, ამოვიღოთ ქაფქირით საწურზე, დავაცადოთ გაცივება. ზეთი, წყალი და ძმარი შევურიოთ ერთმანეთს და წამოვადუღოთ, დავამატოთ დაჭრილი ნიახური, ნიორი და მარილი კიდევ წამოვადუღოთ (გავსინჯოთ, თუ აკლია რაიმე, დავამატოთ). ჩავალაგოთ გათუთქული წიწაკა და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. მიირთვით ცივად (აუცილებლად!), განსაკუთრებით გემრიელია მეორე დღეს, ძალიან უხდება ლობიოს, შემწვარ კარტოფილს, კარტოფილის პიურეს…


One thought on “ბულგარული წიწაკა ნიახურით

  1. ასეთს საზამთროდ აკეთებდნენ ხოლმე ჩემები, სტაფილოთი და მგონი ცოტა პომიდვრითაც. მართლა უგემრიელესი რამაა, თან ცოცხალი 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s