რა არის ”რამის”?


ფორუმების და სოცქსელების აქტიური მომხმარებელი რომ ვარ, არავისთვისაა ახალი ამბავი. ჰოდა, ეს პოსტი მინდა ასევე აქტიურ მომხმარებლებს მივუძღვნა და ფ/ბ-ზეც უნდა დავაშეარო. მიზეზი კი პოსტი გახდა ერთ-ერთ ფორუმზე, სადაც მისი ავტორი სხვის კუთხურობას აკრიტიკებს და თვითონ იმავე, რამდენიმე სიტყვიან პოსტში 2-3 ძალიან უხეშ შეცდომას უშვებს. ეს შეცდომა რომ სასვენ ნიშნებს ეხებოდეს, კიდევ რა გვიჭირს. უბედურება იმაშია, ”ლამის” და ”რამის” რომ ვერ განგვისხვავებია. რა არის ”რამის”? რის? ამის თუ იმის? ბევრი რომ არ ვიდაოთ ერთი ან მეორე ვარიანტის სისწორეზე, ანა კალანდაძის ლექსს მოვიყვან დასტურად:

ლამის სახლში შემოიჭრეს თუთა,
ლამის თავზე გადამისვას ხელი…
დამიძახებს, თვალს ჩამიკრავს მუდამ
ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი…

რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა!
რა ჩურჩული!.. დამდაგველი, მწველი…
ლამის სახლში შემოვიდეს თუთა.
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი.

ფორუმია და არა საკონტროლო წერა, კი ბატონო გასაგებია, შეიძლება ”სახლში”-ს ნაცვლად ”სახში” დაწერო, ვიგულისხმებთ, რომ ავტორმა იცის(?) სწორი ფორმა და სხვა მრავალი ასეთი, მაგრამ როცა თვითონ ძირეულ შეცდომებს ვუშვებთ, იქნებ სხვის კუთხურ გამოთქმებს თავი დავანებოთ დროებით მაინც, სანამ საკუთარი მეტყველების სისწორეში დავრწმუნდებოდეთ.


6 thoughts on “რა არის ”რამის”?

  1. ვუყურებ და არა უყურებ….. უყურებს ის…. ვუყურებ მე.

    ვურეკავ და არა ურეკავ….

    ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი ამისთანა

  2. რამდენიც გინდა….
    უბრალოდ, მე ამ კონკრეტულმა შემთხვევამ ჩვეულებრივზე მეტად გამაღიზიანა

  3. ნაკა მართალი ხარ
    იმდენი რამ მაღიზიანებს,მაგრამ კომენტარს ვერ ვაკეთებ.ხალხმა ქართული არ იცის და არც უნდა სწავლა

  4. იეს!
    მე ეგ გამომრჩა, როცა ამ პოსტში შევკრიბე ყველაზე გავრცელებული შეცდომები:
    http://katiee.ge/deda-ena-sos/

    ყოველთვის ვამბობ, რომ კუთხურ/დიალექტურ შეცდომებზე არ მაქვს გართულება, მაგრამ აი ამ მოგონილ “სვეტსკურ” შეცდომებზე, რომელიც არცერთი კუთხური სალაპარაკო ენიდან არ მოდის და ღმერთმა უწყის საიდან მოიტანეს, თავშეუკავებლად ვუთითებ ყველას, ასაკის, სქესის, სოც.კლასის და თანამდებობის მიუხედავად 😀

  5. ნინკა, ქართული არ იცის, მაგრამ სამაგიეროდ ინგლისური იცის მაგრად. ქართულში შეცდომებს უამრავს დაუშვებენ და შესწორებას არ მიიღებენ, მაგრამ საკმარისია ინლგისურში დაუშვა შეცდომა (თუნდაც ძალით) ის ვინც (და არა ვინაც) ქართულს ვერ ლაპარაკობს ყელში გწვდება და გაგაჩერებს, შეგისწორებს და არც შეიმჩნევს უზრდელის სტატუსი რომ მიირტყა.

    დედის საფლავზე გადაბიჯებულებს და სიდედრის საფლავზე გულწასულებს ვგევართ უკვე.

    რამის <> რამის შესახებ გსურთ საუბარი?
    მაგრამ როცა საუბარია “ლამის წავიქეცი”, ლამის დამეწვა ხელი”, “ლამის სული გავაფრთხე” და ა.შ.
    ეს არის 2-ჯერ 2 ქართული
    პ.ს. ენის პალატა კი არ უნდა გაგვეუქმებინა, უნდა გაგვეძლიერებინა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s