ბულგარული წიწაკა ნიახურით

მორიგი კულინარიული პოსტი 🙂 ბულგარული წიწაკა უკვე საკმაოდ გაიაფდა :), ამიტომ გადავწყვიტე ერთი  უგემრიელესი ბლუდის რეცეპტი დავდო, რომლის მომზადება სახელდახელოდაც შეიძლება და ზამთრისთვის, კონსერვის სახითაც. 1 კგ ბულგარული წიწაკა (მწვანე, წითელი, ყვითელი) 2 კონა ნიახური 1 თავი ნიორი 1 ჭ. ზეთი, 1 ჭ. წყალი, ნახ. ჭ. ძმარი, მარილი ბულგარულ წიწაკას ამოვაცალოთ გულები (მთლიანი უნდა შენარჩუნდეს) … More ბულგარული წიწაკა ნიახურით

რა არის ”რამის”?

ფორუმების და სოცქსელების აქტიური მომხმარებელი რომ ვარ, არავისთვისაა ახალი ამბავი. ჰოდა, ეს პოსტი მინდა ასევე აქტიურ მომხმარებლებს მივუძღვნა და ფ/ბ-ზეც უნდა დავაშეარო. მიზეზი კი პოსტი გახდა ერთ-ერთ ფორუმზე, სადაც მისი ავტორი სხვის კუთხურობას აკრიტიკებს და თვითონ იმავე, რამდენიმე სიტყვიან პოსტში 2-3 ძალიან უხეშ შეცდომას უშვებს. ეს შეცდომა რომ სასვენ ნიშნებს ეხებოდეს, კიდევ რა გვიჭირს. უბედურება … More რა არის ”რამის”?

far from here… far away…

მე ახლა შორს ვარ, ძალიან შორს…. თუმცა ეს სიშორე ძალიან პირობითია….. იმიტომ რომ მე შენში ვარ და მუდამ ვიქნები….. იმიტომ რომ ჩემი სისხლი და ხორცი ხარ….. მე მახსოვს შენი აღმოჩენა, მერე დაბადება… მახსოვს შენი პატარა, კოტიტა თითუნები, პირველი აზრიანი შემოხედვა, პირველი სიცილი, პირველი ნაბიჯები…. მახსოვს შენი სუნთქვა და მისგან წამოსული სითბო, ის ტირილამდე მისული სიხარული … More far from here… far away…

მოხუცი ყოჩივარდებით

ადრიანი გაზაფხულის გვიანი,  სუსხიანი საღამო იყო. თავისუფლების მოედანზე ამოვედი მეტროდან და გარე განათებებით გაჩახჩახებულ რუსთაველს ავუყევი ფეხით. წინა წლებთან შედარებით ეს ზამთარი უფრო გრძელი და ცივი მეჩვენა, უჩვეულოდ სუსხიანი გაზაფხულის პირველი თვე იდგა. მარიოტის მოპირდაპირე მხარეს, გაბრდღვიალებული კაზინოს წინ ერთი მოხუცი იდგა ყოჩივარდებით ხელში და ყველა გამვლელს სთვაზობდა, ცდილობდა, როგორმე გაეყიდა. შორიდანვე შევამჩნიე მოხუცი და … More მოხუცი ყოჩივარდებით

changes……..

როდის ხდება ცვლილებები ცხოვრებაში, რა სიხშირით? დამოკიდებულია თუ არა ჩვენს სურვილზე? ცვლილებები ცვლის ცხოვრებას თუ თვითონ ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარეობენ ისინი? ძალიან ბევრი კითხვა მომდის თავში, მაგრამ პასუხები იგვიანებს. თუმცა, ამის მიუხედავად, მე ველი ცვლილებებს, ვიცი, რომ რაღაც შეიცვლება, როდის არ ვიცი…. შინაგანად ვემზადები, ვემზადები, იმიტომ რომ ვიცი, ასე არ ხდება, ერთფეროვნება დიდხანს არ გრძელდება ხოლმე, … More changes……..

კაცია ადამიანი?!

გუშინ მარშუტკაში მოვისმინე, უფრო სწორად მომასმენინეს, სულ ცოტა მეტრნახევრის დისტანციაზე საყვარლად საუბრობდა დაახლოებით 35-38 წლის ქალბატონი და 50-55 წლის მამაკაცი. მამაკაცი: – როგორ ხართ, რას შვრებით? ლევანი (ქმარი) როგორაა? ქალი: – რა გვიშავს. ლევანი ორი დღეა ღამის 2 საათზე სამსახურში მიჰყავთ მამაკაცი: – გადაამოწმე, იქნებ სულაც არ მიდის სამსახურში, ჰაჰაჰაჰა (იხუმრა) ქალი: – ჰიჰი… არააააა….. … More კაცია ადამიანი?!

2 წლის შემდეგ

დღევანდელი დღე ორი წლის წინ ყველას საშინლად გვახსოვს. რუსული გამანადგურებლებით და ტანკებით შეშინებული მოკვდავთ რა გვეფიქრა და ბავშვები სად გაგვეხიზნა იმას ვფიქრობდით, სამაგიეროდ დღეს წითელი ყაყაჩოებით გულდამშვენებული მავანნი ამა ქვეყნისანი აბარგულ-ჩაბარგულები მთელი შთამომავლობა-მონაგარით აეროპორტში სპეცრეისებს ელოდნენ, ზოგი წითელ ხიდზე იდგა ჯიპების რიგში. პრინციპში გასაქცევი ჰქონდათ და გარბოდნენ, რა ჩემი საქმეა, მაგრამ ნამუსი მაინც შერჩეთ, პატრიოტიზმის … More 2 წლის შემდეგ

Fall & Rise

რამდენჯერ შეიძლება დაეცეს ადამიანი ცხოვრებაში? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ რვაჯერ??? ეს ”შუა ქალაქისეული” ხუმრობა იქით იყოს და საიდან უნდა მოიტანო ის ძალა, რაც წამოდგომას სჭირდება? სამჯერ დაცემულს და სამჯერვე წამომდგარს გაქვს კიდევ მეოთხედ წამოდგომის თავი? ვიღაც მაინც არსებობდეს, ვინც მეგობრულ ხელს გამოგიწვდის და მოგეხმარება თუ წაგეხმარება. რაღაც მომენტში ესეც კარგია, საკუთარი თავის იქით არავის იმედი … More Fall & Rise