Happy Birthday To ME!

29 წლის წინ, 26 ივლისს, კვირა დღეს, დაახლოებით დილის 4 საათზე ქვეყანას მე მოვევლინე. გილოცავ დედიკო შვილის დაბადების დღეს (ტორტი ჩემი არ არის სამწუხაროდ :)) არც ეს ყვავილებია ჩემი 🙂

სამარგალო გვალო შხვა რე :)

დავბრუნდი სამეგრელოდან, დასვენებული და ცოტა დაღლილი. რამდენ ასეულ კვადრატულ მეტრზე დავდევდი ლუკას არ ვიცი, ის კი ვიცი, რომ 2კგ დაკლებული ჩამოვედი (სიხარულს საზღვარი არ აქვს :)) . თბილისის ხვატს გავექეცი და არანაკლები ხვატი დამხვდა იქ. თუმცა ჰაერი –  უფრო სუფთა და სასიამოვნო. ხანდახან ალვის ხეებიდან მონაქროლი სიოც არ მაკლდა, დილა-საღამოს კი მარილიანი ზღვის სუნი და … More სამარგალო გვალო შხვა რე 🙂

ნოსტალჯი :)

მიყვარს მე-20 საუკუნე მიყვარს უნივერსალი მიყვარს კოლუმბია მიყვარს მირამაქსი მიყვარს თრაისტარი მიყვარს სინემა ვარ კინომანი და…. ძალიან მომენატრა თარგმნა

მალე ჩამოდი, დე….

მომეტებული ემოციების გამო გადავწყვიტე ამ პოსტის დაწერა. დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო – რა დიდი სიბრძენა ამ სიტყვებში და მთელი თავისი არსითაა გადმოცემული დედობის ფენომენი. ახლა, მეც რომ უკვე დედა ვარ, კარგად ვხვდები და ბოლომდე ვითავისებ რა მძიმეა დედისთვის შვილების სიშორე. მე და დედიკოს კი ზუსტად 2326 კმ გვაშორებს. აქ რომ იყოს რა ადვილად გადამატანინებდა … More მალე ჩამოდი, დე….