Favourite Books


ბოლო ხანებია ჩემი ინგლისურის გაკვეთილები მახსენდება, თამრიკო მასწავლებელი. ერთი საყვარელი პუდელი ჰყავდა, მზესუმზირა უყვარდა იმ პუდელს და რომ მივდიოდი, მიმქონდა ხოლმე. თამრიკო მასწავლებელი ჩემი დიდი მეგობარიც იყო. დიდი ხანია არ მინახავს და ძალიან მენატრება.  ეს არის ის წიგნები, რომლებიც მან შემაყვარა და ძააალიან ადრე წავიკითხე ორიგინალში. ეს არის ნაწარმოებები, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, იმდენად დიდი, რომ წიგნისეულ სამყაროში გადავბარგდი საცხოვრებლად და ასე მეგონა თითოეულ პერსონაჟს უკან დავყვებოდი, საკუთარი თვაით ვხედავდი ყველაფერს. ეს არის ნაწარმოებები, რომლებმაც სხვანაირად დამანახეს სამყარო.

“To Kill a Mockingbird” – ჰარპერ ლის ”ნუ მოკლავ ჯაფარას” . განუმეორებელი ნაწარმოები პატარა გოგონას სკაუტ ფინჩის და მისი ოჯახის შესახებ.  მოვლენები ”დიდი დეპრესიის” წლებში მიმდინარეობს, გამოკვეთილია რასობრივი დიკრიმინაცია. სკაუტი უფროს ძმასთან და მამასთნ ერთად ცხოვრობს მეიკომბში, ალაბამას შტატში. მისი მამა ატიკუსი ადვოკატია, რომელიც შავკანიან ტომსს იცავს. ტომს ბრალად ედება თეთრკანიანი ქალის გაუპატიურება, რაშიც დამნაშავე არ არის. მაგრამ საზოგადოება უმოწყალოა ”nigger”-ების მიმართ. სკაუტის ოჯახს ”nigger-lover family”-ს უწოდებენ. ტომის გამო ოჯახს ბევრი შეურაცხყოფის მოთმენა უწევს. სასამართლო პროცესების ფონზე სკაუტის და მისი მეოგბრების  ყოველდღიური ცხოვრებაცაა ასახული. ძალიან სასიამოვნო და საინტერესო საკითხავია. მოგვინებით ამ რომანის მიხედვით ფილმიც გადაიღეს.

“Daddy Long Legs” – ჯინ ვებსტერის ”გრძელფეხება მამიკო” – ძალიან სახალისო და ამავე დროს სევდით სავსე საკითხავი. ობლად დარჩენილი პატარა გოგონას – ჯერუშა ებოტის თავგადასავალი ობოლთა პანსიონატში, სადაც კეთილისმსურველმა ნათესავებმა გააგზავნეს. გოგონას, კანონის თანახმად, მიუჩინეს აპეკუნი – მეურვე, რომელის მხოლოდ ლანდს მოჰკრა თვალი, ისიც ერთადერთხელ. ლანდი ისე იყო გაწელილი, რომ მამაკაცს ძალიან გრძელი ფეხები უჩანდა. სახელიც შესაბამისად შეექვა. ჯერუშა გადაწყვეტს პანსიონატში გატარებული ყოველი დღე აღწეროს თვის დღიურში და წერილებად უგზავნოს თავის მეურვეს. ეს არის ტანჯვით და ბავშვური სიხალისით, მეგობრობით და დაუნდობლობით სავსე დღეები. საბოლოოდ, გადის წლები და ჯერუშას უყვარდება აპეკუნი, რომელიც სამუდამოდ მასთან ყოფნას ჰპირდება.

”A Farewell To Arms” – ერნესტ ჰემინგუეის ”მშვიდობით იარაღო” – ეს არის გენიალური ნაწარმოები დიდ სიყვარულზე, მეგობრობაზე… მოვლენები ვითარდება ავსტრია-უნგრეთის და იტალიას შორის ომის ფონზე. ახალგაზრდა ლეიტენანტი ფრედერიკ ჰენრი ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიჭრება და სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ, სადაც გაიცნობს მედდას კატრინ ბარკლის. მათ შორის დაიწყება თავგადასავლებით სავსე უდიდესი სიყვარული. მოვლენები ისე განვითარდება, რომ ჰენრი და კატრინი იძულებულები გახდებიან ფარულად ნავით შვეიცარიაში გადავიდნენ. საბოლოოდ, თითქოს ყველაფერი დამშვიდდა, კატრინი ფეხმძიმედაა, ახალ სიცოცხლეს ელოდებიან… მაგრამ ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა… მალე კეტრინიც გარდაიცვალა სისხლდენით… დასასრული ძალიან სევდიანი და ტიკივილით სავსეა, მაგრამ წიგნში მოთხობილი სიყვარულის ისტორია, მთლიანად ფარავს მძიმე დასასრულს.

ეს წიგნები ქართულადაც წავიკითხე მოგვიანებით, მაგრამ თარგმანში ბევრი რამ დაკარგულია…


Leave a comment