SATC

არ მეგულება მანდილოსანთა უდიდეს არმიაში ქალი, ვისაც ეს ფილმი არ აინტერესებს. მე რა უნდა დავწერო ახალი და იმაზე საინტერესო, რაც აქამდე დაწერილა? ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ და შემოგთავაზებთ ყველა სეზონის ბმულს, სადაც სრულიად უფასოდ შეძლებთ დატკბეთ საუკეთესო სერიალით (თამამად ვამბობ :)) სეზონი 1   სეზონი 2 სეზონი 3 სეზონი 4 სეზონი 5 სეზონი 6 enjoy 🙂

წუწუნ-წუწუნ დაღლილ-დაღლილ

გუშინ იმდენჯერ გავიმეორე სიტყვა “დავიღალე”, რომ პატრიარქის ახალი საგალობელი “დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო” გამახსენდა. ცოტა წავიღიღინე, მაგრამ მალევე მივხვდი, ჩემი დაღლა რა მოსატანია ამ ადამიანის დაღლასთან და საკუთარ თავთან წუწუნი მაშინვე  აღვკვეცე. საოცარია პირდაპირ ადამიანი და უსაზღვროა მისი ბუნება. სანამ ცოცხალი ხარ და რაღაც შეგიძლია, იმას წუწუნებ, რომ დაიღალე, სიკვდილის პირას მყოფი კი სულს ებღაუჭები … More წუწუნ-წუწუნ დაღლილ-დაღლილ

Favourite Books

ბოლო ხანებია ჩემი ინგლისურის გაკვეთილები მახსენდება, თამრიკო მასწავლებელი. ერთი საყვარელი პუდელი ჰყავდა, მზესუმზირა უყვარდა იმ პუდელს და რომ მივდიოდი, მიმქონდა ხოლმე. თამრიკო მასწავლებელი ჩემი დიდი მეგობარიც იყო. დიდი ხანია არ მინახავს და ძალიან მენატრება.  ეს არის ის წიგნები, რომლებიც მან შემაყვარა და ძააალიან ადრე წავიკითხე ორიგინალში. ეს არის ნაწარმოებები, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, იმდენად … More Favourite Books