კუკარაჩა


”ანასტასიევის ქუჩიდან ნიკო მარის ქუჩაზე რომ გადმოვედით საცხოვრებლად, პირველი, ვინც გვესტუმრა,მაღალი, შავტუხა, ლამაზი მილიციის ლეიტენანტი იყო. ზარი რომ დარეკა და დედამ რომ კარი გაუღო, იგი მოუპატიჟებლად შემოვიდა სახლში, სამზარეულოში გავიდა და ტაბურეტზე ჩამოჯდა.

– ვინ ბრძანდებით ბატონო თქვენ და რა გნებავთ?! – ჰკითხა მილიციელის თავხედობით გაკვირვებულმა დედამ.

– მე, ქალბატონო… – მილიციელი შეყოვნდა და დედას კითხვით სავსე თვალები მიაპყრო.

– ანიკო! – მკვახედ უკარნახა დედამ.

– მე ქალბატონო ანიკო, საქართველოს შინაგას საქმეთა კომისარიატის ორჯონიკიძის რაიონის მილიციის უბნის რწმუნებული გოგი თუშურაშვილი გახლავართ, ზედმეტ სახელად კუკარაჩას მეძახიან, – სულმოუთქმელად თქვა დაუპატიჟებელმა სტუმარმა.”

(ნოდარ დუმბაძე, ”კუკარაჩა”)

კარზე დააკაკუნეს, სათვალთვალოში (გლაზოკში) დავინახე ფორმიანი, police ეწერა მარჯვენა მხართან. კარი გავაღე. მაღალი, შავტუხა ახალგაზრდა იდგა.

– გამარჯობა, უბნის ინსპექტორი ბესო ******-ძე.  – გამეცნო – თუ შეიძლება შემოვალ

– ყოველ თვეს სხვადასხვა ინპექტორი ჰყავს ჩვენს უბანს?

– თქვენთან კახა იქნებოდა წინა თვეს

– არ ვიცი მე კახა. ახლა რა გნებავთ?

– ვამოწმებთ, ხომ არაფერი შეცვლილა

– არ შეცვლილა

– შემოვალ თუ შეიძლება, ეს უნდა შევავსო – რაღაც ჟურნალის მაგვარი უჭირავს ხელში

– ხომ გითხარით, არაფერი შეცვლილა, ძველი ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში გექნებათ

– არა, თავიდან უნდა შევავსო

მოკლედ, ვერაფერი გავაწყვე და შემოვუშვი.

დიალოგად რომ არ ჩემოვწერო, მოკლედ დავწერ:

მეუღლე მუშაობს შპს ”კერძო არქიტექტურულ სტუდიაში” ( 🙂 )

მე ვმუშაობ ქართულ გახმოვანებაში (ეს რაღაა? – კითხვა დაებადა.) ვეკითხები, ფილმებს ხომ უყურებთ?

– რომელ არხზე?

– პირველზე

– დიახ

– ჰოდა, ქართულად რომ არის, ეგაა

– ა, პირველ არხზე მუშაობთ?

– არა, ქართულ გახმოვანებაში

ჟურნალში ჩაიწერა, რომ ვმუშაობ პირველი არხის გახმოვანებაში ( 🙂 )

– ოჯახის მესამე წევრის (ბავშვის) დაბადების თარიღი

– 2008

– რას საქმიანობს? (ჩემი გაფართოვებული თვალები)

– უსაქმურია (!)

– ბაღში დადის? (ბაღში სიარული საქმიანობა ყოფილა 🙂 )

ახლა მე ვთხოვე, რომ გამაცნოს თუ რა შემთხვევაში უნდა დავუკავშირდეთ უბნის ინსპექტორებს.

– თუ მეზობლები ჩხუბობენ, ან მეზობელ ოჯახში ”ოჯახური კონფლიქტია”, ქურდობაა, ძარცვაა, ან უბნის ბიჭები დაერივნენ ერთმანეთს…

– ამ დროს პატრულს იძახებენ ხოლმე.

– პატრულები გაპიარებული უბნის ინსპექტორები არიან (!!!)

– კარგი, იმედია თქვენი თავი არასდროს დამჭირდება. – და კარამდე მივაცილე.

სხვა რაღა უნდა მეთქვა? გამარკვია ადამიანმა საკუთარ და პატრულის ფუნქციებში. იმაშიც დავრწმუნდი, რაოდენ დიდი საყრდენი ძალაა ჩვეულებრივი მოქალაქისათვის, რომ გეგულება ადამიანები, რომლებიც მაშინაც კი (საიმედოდ ?) გიცავენ (?), როცა გძინავს. მთავარია, რომ გიცავენ, მერე რა, თუკი კარგად ვერ ერკვევიან ფუნქციებში.

დიდი მადლობა პატრულს!


3 thoughts on “კუკარაჩა

  1. ეგ კი არა, ჩემთანაც მოვდნენ ორი წლის წინ, მარტო ვიყავი სახლში.
    ჩაიწერა ჩემი ოჯახის წევრების ვინაობა და მეკითხება, კიდევ ვინმე ხომ არ ცხოვრობსო..

    მეთქი, ძაღლი (ჩემი გოდორა ცოცხალი იყო 😐 ) გადაბჟირდა, ძლივს მოვასულიერე..
    რაც მკითხა იმაზე სწორი პასუხი არ მიიღო თუ?.. 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s