From Me With LOVE

რამდენი ხანია, შემოვდივარ, გავდივარ, შემოვდივარ, და ისევ გავდივარ. არადა, იმდენი თემა მიტრიალებს თავში…. ორიოდ დღის წინ მუსიკას ვუსმენდი და მომინდა, რომ ბლოგზე დავდო ის სიმღერები, რომლის ხასიათზეც ახლა ვარ, ამ წუთს კი არა, ახლა, ამ პერიოდში, დროის გარკვეულ მონაკვეთში. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ დღეს საღამოს შარდენზე რომ მივდიოდი, ბლოგზე ვფიქრობდი. ბავშვობაში დღიური მხოლოდ ერთხელ მქონდა, … More From Me With LOVE

ლონდა მასწავლებელი

ერთ დღეს მათემატიკის გაკვეთილი სხვამ ჩაგვიტარა, მეორე დღესაც…. მერე გავიგეთ, ლონდა მასწავლებელი გარდაცვლილა… გული დამწყდა, განსაკუთრებით ვუყვარდი. ისიც გვითხრეს, სკოლასთან მოასვენებენ და მერე ყველა ერთად წავალთ სასაფლაოზეო. ახლა რომ ვფიქრობ, რა უნდოდათ მე-4 კლასელ ბავშვებს სასაფლაოზე? სკოლის წინ პატივის მიგება ალბათ საკმარისად არ მიიჩნია ჩვენი სკოლის დირექტორმა. გონებაში ღრმად ჩაბუდებულ ბავშვობის მოგონებებს გადავხედე. რომელი პანაშვიდებზე … More ლონდა მასწავლებელი

Are You Game?

ახლა საწუწუნოდ შემოვედი, არა, შემოვეხეტე….. აღარ შემიძლია, ერთი კარგი სიზმარი რა გახდა ამხელა სიზმარეთში, რომ მისმა მავანმა ხელმწიფემ ერთი ვერ გამოიმეტა? გაგონილა სულ მარტორქები და მაიმუნები? მომაშორეთ ჯუმანჯი!!! აღარ მინდა! რაღა ალენ პერიში და რაღა მე. ”ჩემი სიზმარი შენ, ჩემი სიზმარი შენ”…… ვინც კარგ სიზმარს მომგვრის, ნახევარ სამეფოს დავუთმობ. არადა, ხომ მეძინა უდრტვინველად, ფერად სიზმრებში, … More Are You Game?

სუმ (SUM)

ა/წ  3 მარტს მესამედ ”ვიზეიმე” დედის დღე, მართალია, სულ 2 წელია დედის ამპლუა მოვირგე, მაგრამ უკვე სამჯერ მოვასწარი აღნიშვნა, საქმე იმაშია, რომ ლუკა თებერვალშია დაბადებული, ამიტომ ლუკა რომ 1 კვირის იყო, მე ამაყად დავიკავე საპატიო ადგილი მსოფლიოს მრავალრიცხნოვან დედათა რიგებში. საჩუქრად მხოლოდ ყვავილები მივიღე და ამით დავკმაყოფილდი.   ძალიან ძალიან მინდოდა ”ავატარზე” წასვლა, მაგრამ ვერა … More სუმ (SUM)

Shandurai….

გუშინ ერთ ფილმს ვუყურე და არ შემიძლია რამე არ დავწერო. ეს ფილმი მასადა9-მ მირჩია, ამ ადამიანის გემოვნებას ყოველთვის ვენდობი ხოლმე და არც ახლა უღალტია. ბერნარდო ბერტოლუჩის ”ალყა”.   უხმაურო და ბობოქარი, მშვიდი და ამაღელვებელი, ადამიანური სისუსტეებით და სიძლიერით სავსე ფილმია. აქ სიტყვები მეორე ხარისხოვანია, ადამიანების ნაცვლად მუსიკა ლაპარაკობს, ყველა ემოციას მუსიკა გადმოსცემს, ულამაზესი აფრიკული ფოლკი … More Shandurai….

ლუკას დაბადების დღე

როგორც იქნა მოვაღწიე, ყავით შევიარაღდი და აქ ვარ. ჩემი ”დაკარგულობის” პერიოდში ერთადერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემი ლუკი-პუკის დაბადების დღე იყო. ერთი კვირით ადრე ყოველდღე ვეუბნებოდი , რომ დაბადების დღე უნდა ჰქონოდა, მაგრამ მგონი მაინც ვერ ჩაწვდა ბოლომდე. 25-ში კი სტუმარები საჩუქრებით ხლედამშვენებულები რომ მოვიდნენ, ლუკა მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული დღე იყო. ძალიან იმხიარულა, მიიღო უამრავი საჩუქარი და … More ლუკას დაბადების დღე