მ-(ზ)-ე

თავს ვიკავებ რომ რამე არ შემომეწეროს…… შავ-თეთრ განწყობაზე ვარ და არ მინდა მერე უგანწყობო პოსტები შემორჩეს ბლოგს, თუმცა, ესეც უკვე უგანწყობო პოსტია. ადრე მითხრა ერთმა ჩემმა მეგობარმა ყვითელი გამჭვირვალე სფერო ხარო, ჰოდა აღარ ვარ, ამ წუთას აღარ ვარ, ან უკვე საერთოდაც აღარ ვარ… ნეტა ადამიანები თუ იცვლებიან? მზეს თუ შეუძლია  გახდეს გამჭვირვალე?

ქათმის კატლეტი პომიდვრით და ყველით

ისევ ჩემი სამზარეულოდან, ძალიან გემრიელი და დიდი დროც არ უნდა. ამ რაოდენობით 10 ცალი გამოდის 2-3 პომიდორი 200 გრ ყველი კატლეტისთვის: 500 გრ  ქათმის ფარში 2 საშუალო ზომის ხახვი 2 პატარა კბილი ნიორი 1 ც კვერცხი  პილპილი, მარილი  (ქინძი, ოხრახუში თქვენი სურვილით) კატლეტის ინგრედიენტებს ერთმანეთში შევურევთ, ამოვავლებთ საფანელში და შევწვავთ ზეთში, ჩვეულებრივ ტაფაზე. რომ შეიწვება … More ქათმის კატლეტი პომიდვრით და ყველით

”წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო”….

რამდენჯერაც აღვშფოთდი,  იმდენჯერ გადავდე ამ პოსტის დაწერა, მაგრამ დღესაც რომ იგივე წავიკითხე, უკვე ვინ მოსთვლის მერამდენე ადამიანის მიერ დაწერილი, მოთმინების ძაფი გაწყდა. ”ვინც ფეხის ხმას არის აყოლილი არ უნდა დარეგისტრირდეს”…. ”ყველა მოდას აჰყვა და ბლოგი გააკეთა”…. და მსგავსი შინაარსის რამდენიც გინდათ. ვინ გადმოგცათ საკუთრებაში სოციალური ქსელები? ფორუმები ან ბლოგები? საოცრებაა პირდაპირ. დარეგისტრირდნენ, წერონ, იკითხონ… თქვენ … More ”წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო”….

ყაბაყის “ნავები” სატენით

გადავწყვიტე, დროდადრო ჩემი კულინარიული გამოცდილება გაგიგზიაროთ. ზოგი რეცეპტი ჩემი მოგონილია, ზოგს რაღაც დავამატე, ზოგი კი ყველამ იცის, მაგრამ ერთიდაიგივე კერძი ყველა სამზარეულოში სხვადასხვანაირად კეთდებაო, ნათქვამია 🙂 ყაბაყის “ნავები” სატენით  (რეცეპტის ავტორი: მე) ყაბაყი დაჭერით ნავებად, სქლად, სიგრძეზე. ამოაჭერით გული დაამარილეთ და ორივე მხრიდან ოდნავ შეაწითლეთ ტაფაზე, რადგან ბოლოს ჰაერღუმელშიც უნდა შეიწვას.  სატენი:  სოსისი, საქონლის, ღორის … More ყაბაყის “ნავები” სატენით