ჩეხოვო

ეს არის ჩემი პირველი მოგონება, საიდანაც საერთოდ მოგონებები იწყება, სწორედ აქედან მახსოვს საკუთარი თავი. აეროფლოტის საბჭოთა პერიოდის თვითმფრინავი, სალონის კლასი ნამდვილად არ მახსოვს (კლასს რა მნიშვნელობა აქვს). მამა, დედა, ჩემი ძმა რამდენიმე თვის და მე 2,5 წლის. მახსოვს აეროპორტშივე ნაყიდი სავარცხელი და…….. მეორე დღე, დიდი, რკინის ალაყაფის კარი, თეთრი შენობა თეთრხალათიანებით. შეიძლება ითქვას, ჩასულებიც არ … More ჩეხოვო

სიცოცხლის ელექსირი

დილით ჯერ ისევ ღამის პერანგით დავდიოდი, სადარბაზოში მეზობლების არეული ხმები რომ მომესმა. დიდად არ დავინტერესებულვარ შინაარსით, მაგრამ ყური მოვკარი, რომ წყალზე საუბრობდნენ. ონკანი მოვუშვი, წყალი წამოვიდა და დავმშვიდდი. ჭურჭლით სავსე სამზარეულოს ნიჟარას ალმაცერად გადავხედე, დარეცხვა აზრადაც არ მომსვლია, ისევ ლუკას გამო. დღის განმავლობაში მხოლოდ 1,5 საათი მაქვს სახლის მისახედად, იმიტომ რომ ლუკას სძინავს. მოვიდა ეს ნანატრი დროც, … More სიცოცხლის ელექსირი

გუშინდელი ვახშამი

ძალიან გადავეჩვიე სამზარეულოში ტრიალს, ჩემი სიზარმაცის გამო არა, უბრალოდ ბატონი ლუკა არ მაძლევს საშუალებას, რადგან მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. შესაბამისად, ნახევარფაბრიკატებზე გადავდიოდით. ლუკა არა რა თქმა უნდა, ლუკასთავის ყოველთვის არის ახალი მომზადებული სასარგებლო საკვები. გუშინ როგორღაც მოვახერხე და წავიფუსფუსე სამზარეულოში. რაც ყველაზე ნაკლებ დროს მოითხოვდა, ის გავაკეთე. თან ყოველ 3 წუთში სირბილით გავდიოდი მოკლედ მანძილს სამზარეულოდან … More გუშინდელი ვახშამი

კინოსეანსი

  ”The Lonely Bones” ვნახე გუშინ. მომეწონა, თუმცა ვიტყოდი, რომ რეჟისორი უფრო დიდ ყურადღბას საკუთარ ფანტაზიებს უთმობს, გარდაცვალება, სივრცე ორ სამყაროს შორის, სამოთხე ძალიან ლამაზად და კარგადაა, გრაფიკაც მშვენიერია, მაგრამ პატარა ნიუანსები მანიაკ-მკვლელის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით ცოტა მიშვებულია. საერთო ჯამში მომეწონა. ”The Reader” აი ეს კი თავიდან ბოლომდე მომეწონა ძალიან, ძალიან. შესანიშნავად თამაშობს ქეით უინსლეტი, ჩემი შეფასება … More კინოსეანსი

სიზმარი

როგორც წესი, სიზმრები არ მამახსოვრდება. რომ ვხედავ, ნამდვილად ვიცი, მაგრამ დილით უკვე აღარ მახსოვს. ეს განსაკუთრებული იყო.  ნათლისღების ღამეს ვნახე, სადღაც მივდიოდი, ლაბირინთს ჰგავდა და კედლებად ქათქათა თოვლის ბადეები იყო. ბოლოს როგორც იქნა გასასვლელი ვნახე და გავედი….. მთვარის შუქზე ახლადდადებული თოვლი ბრწყინავდა და ბზინავდა. თოვლის ქვეშ მწვანეს მოვკარი თვალი და გამიკვირდა, ასე მწვანე ბალახზე თოვლს … More სიზმარი

ჩვეულებრივი პოსტი

გუშინ უგადატვირთულესი დღე მქონდა. დილით კომუნალური გადასახადების გადახდის შემდეგ (თავი მომაბეზრეს უკვე, ზამთარში განსაკუთრებით ძალიან ბევრი გროვდება) მე და ზაზა ნატხტარის გზას გავუდექით. გასაუბრება მქონდა ერთ-ერთი ქართული საწარმოს გენ. დირექტორთან (არა ნატახტარის). რაღაც არასასიამოვნოდ ცრიდა, არ მიყვარს ასეთ ამინდებში მგზავრობა, გზა რომ მონამულივითაა და მანქანის მოცურების შანსი რომ დიდია. მშვიდობით ჩავაღწიეთ. ორმაგი კარი, დაცვა, პირადობის … More ჩვეულებრივი პოსტი

რუსები

დღეს რატომღაც ერთი შორეული ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დღე გამახსენდა. ზაფხულში სოფელში მივდიოვით ხოლმე ბებიასთან (მამაჩემის დედასთან), სოფელ მეღვრეკისში. ცხინვალიდან 2კმ-ით არის დაშორებული, მდინარეზე ჭალაში რომ ჩახვიდე კი, შემაღლებული ადგილიც არ დაგჭირდება ისე დაინახავ ცხინვალს. მოკლედ, ძალიან ახლოსაა. სოფლის შესასავლელში ყოველთვის იდგნენ რუსი ”სამშვიდობოები”, ჭალიდან კი არაოფიციალური გზა იყო ცხინვალისკენ. ბებიაჩემს ერთ-ერთი თავისი მიწის ნაკვეთთაგანი სწორედ … More რუსები

ბოღ-მა-ნია

სერიოზული კომპიუტერ-ინტერნეტომანია შემეყარა, პრინციპში მთელი 10 წელია აციმციმებულ მონიტორს შევყურებ, მაგრამ ახლა განსაკუთრებით, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ინტერნეტი უფრო სწრაფი და მრავალფეროვანი გახდა, ჰო, კიდევ ძველი, ტელევიზორების მაგვარი მოციმციმე მონიტორების ნახვლად ბევრად სასიამოვნო და თვალების არადმღლელ მონიტორს შევცქერი. როგორც ჩემი მეორე ნახევარი ხშირად პროტესტის გრძნობით აღნიშნავს: ”სადაცაა ინტერნეტი ოჯახს დაუნგრევს, მისი ერთგული პირველი ნახევრის … More ბოღ-მა-ნია

სამი ღამე

წელიწადში სამი საოცარი ღამეა, (ჩემთვის რა თქმა უნდა) და მჯერა რომ სამივე ღამეს სასწაული ხდება, ისე, რომ ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ. ეს არის სამი თარიღი, რისთვისაც განსაკუთრებულად ვემზადები ხოლმე: შობა, აღდგომა და ახალი წელი. ახლა შობის ღამეა და ემოციებით დატვირთული ვწერ ამ პოსტს. თორმეტს ათი წუთი აკლდა, სანთელი რომ დავდგი ფანჯრის რაფაზე და სხვა კორპუსების … More სამი ღამე

”საახალწლოდ მორთულია ქალაქი და მაინც დიდად არ იგრძნობა საახალწლო განწყობა…” ქორთიარდ მარიოტთან იდგა, ხმაურიანი და მოძრავი ქუჩის გადაკვეთა არც კი უფიქრია, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავიდა. ”ყველა მაღაზია აუღიათ, რის გაკეთბას აპირებენ ნეტა?…. საოცარი სიცივეა, ხელთათამანებს რატომ არ ვხმარობ? პალტოს ჯიბეც რა ცივია…..” პუშკინის ბაღში ამოვიდა, ამოვიდა და პირდაპირ შენობასთან მოხუცი შეამჩნია, ორივე ხელი კედელზე მიებჯინა, სახით … More