ამანათი

– რას აგზავნით? – ისეთ არაფერს, საახალწლო ნობათია, ჩურჩხელები, თაფლი, მჭადის ფქვილი…. – კარგი შეფუთეთ…. ოთახი სავსეა ათასგვარი ყუთებით, პარკებით, ფუთებით…. პატარა მაგიდასთან ხალხი ირევა, ზოგის ”სკოჩავს”, ზოგს მაკრატელი უნდა…. ამ ახალ წელსაც საყვარელ ადამიანებს დანატრებულები ხვდებიან, წლებია არ უნახავთ…. გული დამიმძიმდა ოთახში რომ შევედი (ოფისი კი ჰქვია), ამდენი ამანათი რაც მანდედან ვაგზავნი, თვალით არ … More ამანათი

ჯასთ….

რამდენი ხანია არაფერი დამიწერია, არადა ამ გადარეული ბავშვის ხელში რა გინდა, რომ მოასწრო?! გადაქანცული ვარ… დღეს მორიგი ისტერიკა მოაწყო, ”პალაჟენიეს” იმყარებს, თავისი სიტყვა უნდა, რომ ეთქმოდეს. არაფერი გაუვიდა, ყურადღება არავინ მიაქცია და უბრალოდ მობეზრდა კივილ-წივილ-ტირილ-ღრიალი  და გადაწყვიტა მორჩილად ესადილა. რა უნდოდა, მგონი თვითონაც არ იცოდა. გულწრფელად შემეცოდა, მაგრამ არ მივეფრე, ნეტა თუ სწორად ვიქცევი? ნელ-ნელა … More ჯასთ….