დღე პირველი

თითქმის ყოველთვის მატარებლით მივდიოდით, ”ელექტრიჩკით”, ვაგონი სავსე იყო ხალხით… ხის სკამები… ფანჯარასთან მორიგეობით ვსხდებოდით… მირბოდნენ ბუჩქები, ხეები, სოფლები… 8 მარტი, სკოლა-ინტერნატი, პარკი, სადგური… სიხარულსიგან ლამის გული ამოხტეს, ნაძვნარის ნაცნობი სუნი, მხოლოდ ორი წუთი და სახლში ვართ…. მეზობლები, ნათესავები…. მილაგება, მოლაგება და პირველი დღეც მიიწურა. საღამოს იქაურმა თანატოლმა ბიჭებმა მტკვრზე ფაცერით დაჭერილი ცოცხალი მოგვართვეს, ეს ტრადიცია იყო, ჩვენი … More დღე პირველი

Julie & Julia

ფილმს ვუყურე ”Julie & Julia”, კულინარიას შეგაყვარებს. არც აქამდე ვიყავი შორს მისგან, მაგრამ ახლა სულ სხვა გრძნობა დამეუფლა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, გემრიელი საჭმლის მოსამზადებლად ყველაფერს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ლამაზი სამზარეულო, ჭურჭელი, დანა-ჩანგალ-კოვზები… და განწყობა, მთავარი განწყობაა. მე ახალი ქურა მინდა, ქურა თუ არა, ელექტრო ფურნე მაინც, ძალიან მინდა, საახალწლოდ თოვლის ბაბუა არ მომიტანს??? p.s. ჩემს … More Julie & Julia

just….

მთელი ბავშვობა ახალდაბაში მაქვს გატარებული. უფრო სწორად, დაახლოებით 15 წლამდე ყოველ ზაფხულს მივდიოდით. ახლა საოცარი ნოსტალგია მაქვს… ვიცი, ის სახლი აღარ არსებობს, წარმომიდგენია რა სიცარიელეა, არც მინდა ვნახო….. ვფიქრობდი, ყველაფერი ერთ პოსტში მომეყოლა, მაგრამ გადავიფიქრე… პატარ-პატარა ამბების სახით დავამატებ ხოლმე ახალ განყოფილებას, რომელიც სწორედ ამ წუთას იშვა და ახალდაბა დავარქვი…..

თარგმანში დაკარგულები…

ადრე თუ თავისუფალ დროს ფილმების ყურებაში ვკლავდი, ახლა თავისუფალი დრო სწორედ ამ ფილმების გამო არ მრჩება… საკვირველი ნამდვილად არაფერია, ახლავე გაგარკვევთ საქმის არსში. ვთარგმნი, დიახ, ვთარგმნი და მთელი საქართველო (და არა მარტო) ჩემს ნათარგმნს უყურებს, უსმენს, ითავისებს…. ასეთი თავხედური აზრებით დამძიმებულ თავს ის ემოციაც მიემატა, რომელიც  სრულიად შემთხვევით, ჩემი რეკლამების მოყვარული შვილის წყალობით, ერთ-ერთ სარეკლამო ჭრაში ჩემი … More თარგმანში დაკარგულები…