აფორიაქებული მე

ფანჯარაში გავიხედე, ბნელა, დენი როდის გაითიშა ვერ შევამჩნიე… გარეთ მთვარის შუქი ანათებს, მაგრამ ცაზე მთვარე არ ჩანს. კორპუსს ავიაგამანადგურებელმა გადაუფრინა და ორი ჭურვი ჩამოაგდო. ერთი ჩემს სადარბაზოსთან დავარდა, რაღაცნაირი მოგუდული ხმა ჰქონდა: დგუმპ-დგუმპ და გაგორდა… წამებში ვხვდები, რომ გაქცევას აზრი არ აქვს, ჭურვი ჩემზე სწრაფია და აფეთქდება… ასფალტზე დაგდებულ საკუთარ სიკვდილს ვუყურებ და ვითვლი: ერთი, … More აფორიაქებული მე

გაღმა ნაპირი

დღეს ”გაღმა ნაპირი” ვნახე, კი არ ვუყურე, ვნახე….. თითქოს იქ ვიყავი, მთვარ გმირთან, თან დავყვებოდი, მატარებლიდან ხელი  მეც მკრეს და მანქანიდან მეც გადმომაგდეს, რუსებმა ის ქართველიც ჩემს თვალწინ მოკლეს, თედოს ნაქონი სათამაშო მეც ვიცანი, ჩემი ოთახის ფანჯრიდან ტყვარჩელის  პეიზაჟიც საკუთარი თვალით დავინახე და მე ვცეკვავდი პირველად და თავდაუზოგავად, მთელი ჩემი არსებით… თედოზე რომ ორი სიტყვა … More გაღმა ნაპირი

For U

We’re Together!!! That means something… No, not something, but much more than anything else in the world!!!

vacancies – as it is……

ახალი მანია დამეწყო: jobs.ge – დილით, შუადღით, დღეში ასჯერ…. ვარჩევ: ვაკანსიებს, რომლის ყველა მოთხოვნასაც აკმაყოფილებს ჩემი მრავლისმომცველი CV, ვაგზავნი ყველა წესის დაცვით – საბჯექთში ვაკანსიის დასახელება, სამოტივაციო წერილი, ფოტოსურათი და მსგავსი ”ახირებები” 🙂 მიკვირს, არავინ რეკავს, რატომ? წარმოდგენა არ მაქვს. თუ დარეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს, იმის იქით აღარ მიდიან – ”თქვენ ძალიან კარგი კადრი ხართ, … More vacancies – as it is……

Falling Leaves

ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება… შემოდგომის პირველი დღის პირველი საათებია. რომ მკითხოთ, წელიწადის რომელი დრო გიყვარსო, დაუფიქრებლად ვიტყვი – ზაფხული მეთქი, მაგრამ შემოდგომა უფრო ახლოსაა ჩემთან… გრილი, მაგრამ მზიანი დღე, დილა განსაკუთრებით, პატარა სუსხიც რომ შეიგრძნობა, წინა ღამით ხეებიდან ჩამოყრილი ყვითელი ფოთლების შარი-შურით მივიწევ წინ, ნელი, მოზომილი ნაბიჯით. ფეხსაცმელი მტვრიანდება, მაგრამ სულაც … More Falling Leaves