ახალი მანია დამეწყო: jobs.ge – დილით, შუადღით, დღეში ასჯერ….
ვარჩევ: ვაკანსიებს, რომლის ყველა მოთხოვნასაც აკმაყოფილებს ჩემი მრავლისმომცველი CV, ვაგზავნი ყველა წესის დაცვით – საბჯექთში ვაკანსიის დასახელება, სამოტივაციო წერილი, ფოტოსურათი და მსგავსი ”ახირებები”
მიკვირს, არავინ რეკავს, რატომ? წარმოდგენა არ მაქვს. თუ დარეკეს და გასაუბრებაზე დამიბარეს, იმის იქით აღარ მიდიან – ”თქვენ ძალიან კარგი კადრი ხართ, შეგეხმიანებით” – სულ ესაა, შარშანდელი თოვლივით იკარგებიან. არადა, დავისვენე კარგად და მუშაობა მინდა, full of with new ideas and energy… არავის უნდა შრომისმოყვარე, ნიჭიერი (აქ ცოტას წამოვწითლდები) და განათლებული (აქაც
) კადრი?
CV-ს და სამოტივაციო წერილის წერაში დავხელოვნდი, გასაუბრებებზე ისე დავდივარ, თითქოს ჭიქა ყავაზე მეპატიჟებიან, აქეთ ვაკეთებ ხოლმე ინტერვიუერის ფსიქოანალიზს….
მოკლედ, ამას წუწუნ-პოსტად დავტოვებ, და მომდევნო პოსტში შევეცდები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით რამდენიმე ”რჩევა” დავწერო, იქნებ ვინმეს გამოადგეს.
ეს ვიდეო ისე, როგორც ანტი we don’t need no education… განვავრცობდი, რომ არ მეძინებოდეს

აქაც დადე სივი, იქნება ვინმე გადააწყდეს
) რა იცი რა ხდება
რა საინტერესოა, მე რისი გაკეთება შემიძლია ნეტა, ა?
შენს დღეში ვარ მეც…უკვე პროფესიონალი ვარ გასაუბრებებში
eeex nat rogor mesmis sheni
)))))))) hr.com.ge paqtiurad chemi meore saxlia mteli dge mand var
ვაიმე ზუსტად ეგრე ვარ.
მაგრამ მე მგონი მეშველა.
დამირეკეს და მგონი ვიწყებ.
გილოცავ, რა კარგია….
მე როდის დამირეკავენ????